Thumbnail

პირველი ქართული პანკ ჯგუფის, "კომენდანტის საათის" უცნობი ჩანაწერები გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პირველი ქართული პანკ როკ ჯგუფის, "კომენდანტის საათის" აქამდე უცნობი სიმღერები "შენ არ ხარ ის" და "არა არასოდეს" გავრცელდა. ჩანაწერები 1989 წლით თარიღდება, თუმცა, კომპოზიცია "არა არასოდეს" ბენდის მომავალმა წევრებმა, დათო ჭავჭანიშვილმა და ზვიად შენგელიამ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის დროს, 1982 წელს დაწერეს.

► 15 ქართული პანკ როკ კომპოზიცია

კომენდანტის საათი - შენ არ ხარ ის 

კომენდანტის საათი - არა არასოდეს

1980-იანი წლების ბოლოს თბილისში დათო ჭავჭანიშვილის, ზვიად შენგელიასა და ამირან ებრალიძის მიერ ჩამოყალიბებულ კოლექტივს "კომენდანტის საათი" 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ ეწოდა. ბოლო დრომდე მხოლოდ მუსიკოსების მიერ ორი კომპოზიციის "შემეხე მე შენ" და "მე ვუსმენდი პისტოლზს" შესრულების ვიდეოები იყო ხელმისაწვდომი. 

კომენდანტის საათი - შემეხე მე შენ 

კომენდანტის საათი - მე ვუსმენდი პისტოლზს 

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული