Thumbnail

ნახეთ: კით ფლინტის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ, The Prodigy სტუდიას დაუბრუნდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილი ბრიტანული ჯგუფი The Prodigy ვოკალისტის, კით ფლინტის გარდაცვალებიდან 5 თვის შემდეგ სტუდიას დაუბრუნდა. ფოტო ბენდის ინსტაგრამის გვერდზე გავრცელდა.

"სტუდიაში დავბრუნდით. ახალი The Prodigy-ს ჩანაწერები მზადდება", - წერს ჯგუფი სოციალურ ქსელში.

ბოლო სტუდიური ჩანაწერი No Tourists "ფროდიჯიმ" 2018 წელს გამოსცა. ალბომის მხარდამჭერი ტურნეს ფარგლებში გასამართი კონცერტები ბენდმა ფლინტის გარდაცვალების გამო გააუქმა.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 4 მარტს კით ფლინტმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

► ექსპერტიზამ The Prodigy-ის ვოკალისტის, კით ფლინტის სიკვდილის მიზეზი დაასახელა

The Prodigy ესექსის საგრაფოში 1990 წელს შეიქმნა. ორ წელიწადში ბიგ ბითის პიონერმა ჯგუფმა სადებიუტო სტუდიური ჩანაწერი Experience გამოსცა. ელექტრონული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ კოლექტივს წარმატება ისეთმა კომპოზიციებმა მოუტანა, როგორებიცაა: Firestarter, Breathe, Smack My Bitch Up და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული