Thumbnail

მოუსმინეთ: Young Jeezy უკანასკნელ ალბომს ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ვეტერანი ატლანტელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ჯეი ჯენკინსი, ფსევდონიმით Young Jeezy, ახალ ალბომს TM104: The Legend Of The Snowman ავრცელებს. რეპერის მეთერთმეტე სტუდიური ჩანაწერი 18 კომპოზიციას აერთიანებს. მათზე მუშაობისას ჯიზიმ ისეთ კოლეგებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: CeeLo Green, Gunna, John Legend, Meek Mill, Rick Ross, Ty Dolla Sign და სხვა. მუსიკოსის თქმით, TM104: The Legend Of The Snowman მის შემოქმედებაში უკანასკნელი ალბომია.

► ნახეთ: Young Jeezy ვიდეორგოლს 1 Time აქვეყნებს  


იანგ ჯიზი კრიმინალური წარსულის მქონე ატლანტელი რეპერია, რომელმაც მუსიკალური კარიერა 1997 წელს დაიწყო. ის ერთ-ერთი იმ არტისტთაგანია, რომელმაც ჰიპ ჰოპის მიმდინარეობა, თრეფი ჟანრის მეინსტრიმში დააბრუნა. ჯეი ჯენკინსი ფართო საზოგადოებამ 2005 წლის სადებიუტო ალბომით Let's Get It: Thug Motivation 101 გაიცნო. ნამუშევარი 2000-იანი წლების სამხრეთული რეპის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. დღეს მისი კარიერა 11 ალბომს, ოცზე მეტ სტუდიურ ჩანაწერსა და არაერთ კომერციულად წარმატებულ სინგლს აერთიანებს.   

კომენტარები

ბოლოს დამატებული