Thumbnail

მოუსმინეთ: გაერთიანება Brockhampton ახალ ალბომს GINGER ავრცელებს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ტექსასურმა ალტერნატიულმა ჰიპ ჰოპ გაერთიანებამ Brockhampton გაყიდვაში ახალი ალბომი GINGER ჩაუშვა, რომელიც 12 კომპოზიციას აერთიანებს. ჯგუფის მეხუთე სტუდიური ნამუშევრის პროდიუსერები ამავე კოლექტივის წევრები Jabari Manwa, Joba, Kevin Abstract, Kiko Merley და Romil Hemnani არიან.

► ნახეთ: Brockhampton - Boy Bye  

► ნახეთ: Brockhampton - If You Pray Right  

► ნახეთ: Brockhampton - I Been Born Again


Brockhampton ტექსასში 2015 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფს 4 წლის განმავლობაში 5 სტუდიური ალბომი, ოფიციალური მიქსტეიპი All-American Trash და კომპილაციური ჩანაწერი Saturation Boxset აქვს გამოშვებული. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Gold, Sweet, Boogie და სხვა.  

კომენტარები

ბოლოს დამატებული