Thumbnail

ნახეთ: The 1975-მა ახალ სიმღერაზე People კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანულმა ჯგუფმა The 1975 ახალი სიმღერა People და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელა. კომპოზიცია ბენდის მომავალ ალბომში Notes on a Conditional Form იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 2020 წლის 21 თებერვალს ჩაეშვება. აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლის ერთ-ერთი ავტორი კოლექტივის ფრონტმენი მეთიუ ჰილია.

► მოუსმინეთ: The 1975-მა 16 წლის აქტივისტთან ერთად კომპოზიცია ჩაწერა

► ნახეთ: The 1975-მა კომპოზიცია I Like America & America Likes Me შეასრულა

The 1975 მანჩესტერში 2002 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია Girls, Robbers და The Sound. ბენდის მუსიკალური მიმართულება ინდი როკს, პოპ როკსა და ელექტროპოპს აერთიანებს. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული