Thumbnail

ნახეთ: ბილი აილიშის ჰიტის Bad Guy პაროდია Dad Guy გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ინტერნეტში პოპულარული ამერიკელი მუსიკოსის, ბილი აილიშის კომპოზიციის Bad Guy პაროდია Dad Guy გავრცელდა. იუთუბის მომხმარებელმა Funk Turkey სიმღერის ტექსტი შეცვალა და კლიპი გადაიღო, რომელშიც მეოჯახე მამების ცხოვრებას იუმორით აღწერს. 

► ბილი აილიშმა ბილბორდის ჩარტში Lil Nas X-ს გადაასწრო

► მოუსმინეთ: Bad Guy ბილი აილიშისა და ჯასტინ ბიბერის შესრულებით

"ოდესღაც მაგარი ბიჭი ვიყავი, დღეს კი ტიპური მამა ვარ", - მღერის იუთუბერი ვიდეოში.

ბილი აილიშმა Bad Guy ძმასთან, ფინეასთან ერთად დაწერა. კომპოზიცია მიმდინარე წლის 29 მარტს გავრცელდა და კომერციული წარმატებაც მოიპოვა. 24 აგვისტოს სიმღერამ ბილბორდის ცხელ ასეულში ატლანტელი ქანთრი რეპერის, Lil Nas X-ის ჰიტს Old Town Road გადაასწრო და პირველი ადგილი დაიკავა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული