Thumbnail

მაილი საირუსი: უნაკლო არ ვარ, მაგრამ ქმრისთვის არასდროს მიღალატია

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი პოპვარსკვლავი, მაილი საირუსი ქმართან, მსახიობ ლიამ ჰემსვორთთან დაშორებას მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც ინტერნეტ მომხმარებლები აქტიურად განიხილავდნენ წყვილის უთანხმოების მიზეზად მომღერლის მხრიდან შესაძლო ღალატს.

► მაილი საირუსი და ლიამ ჰემსვორთი დაქორწინებიდან 8 თვის შემდეგ დაშორდნენ

► მოუსმინეთ: Miley Cyrus - Slide Away

"ჩემთვის მისაღებია, რომ ცხოვრება, რომელიც ავირჩიე, საჯარო და გამჭვირვალეა. ერთადერთი ცილისწამებას ვერ შევეგუები. არაფერი მაქვს დასამალი. საიდუმლო არ არის, რომ დიდი ხანი ვიყავი გატაცებული გართობით. მარიხუანას არა მხოლოდ მოვიხმარდი, არამედ მის ადვოკატირებას ვეწეოდი. ჩემი ყველაზე დიდი სიმღერა MDMA-ს ზემოქმედების ქვეშ ცეკვასა და საპირფარეშოში კოკაინის შეყნოსვაზეა. შეგიძლიათ, თქვათ, რომ ტვერკინგს ვცეკვავ, ვეწევი, ვარ ბილწსიტყვა სოფლელი, მაგრამ მატყუარა ნამდვილად არ ვარ... ბევრი რამ ვისწავლე ჩემი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. უნაკლო არ ვარ და არც მინდა ვიყო, ეს მოსაწყენია... მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ლიამთან ყოფნისას მისი ერთგული ვიყავი. ჩემს შეცდომებზე ვისწავლე და, რაც მთავარია, გავიზარდე. ბევრი კრიტიკის მიღება შემიძლია, მაგრამ ჩემი ქორწინება ტყუილის გამო არ დასრულებულა. მე და ლიამმა ერთად ათი წელი გავატარეთ. ის მიყვარს და ყოველთვის მეყვარება", - აღნიშნავს არტისტი ტვიტების სერიაში.

ინფორმაცია ლიამისა და მაილის დაშორების შესახებ აგვისტოს დასაწყისში გავრცელდა. ორი დღის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ჰემსვორთმა ლოს ანჯელესის სასამართლოს განქორწინების მოთხოვნით მიმართა.

წყვილმა ერთმანეთი 2009 წელს ფილმის The Last Song გადაღებებზე გაიცნო. ისინი 2016 წელს დაინიშნენ, 2018 წელს კი საკუთარ სახლში, ოჯახურ გარემოში იქორწინეს. 

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული