Thumbnail

ნახეთ: NASA-მ მარსზე აღმოჩენილ ქვას The Rolling Stones უწოდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

აშშ-ის აერონავტიკისა და კოსმოსური კვლევის ეროვნულმა სააგენტომ, NASA-მ მარსის ზედაპირზე აღმოჩენილ ქვას ლეგენდარული ბრიტანული ჯგუფის პატივსაცემად The Rolling Stones უწოდა.

► ნახეთ: The Rolling Stones-მა სიმღერა Harlem Shuffle 29 წლის შემდეგ პირველად შეასრულა

ქვა წითელ პლანეტაზე მისიით მყოფმა კოსმოსურმა ხომალდმა InSight გადაიღო. 

ეს ინფორმაცია "ნასას" სახელით ჯგუფს და საზოგადოებას კალიფორნიის ქალაქ პასადენაში დაგეგმილი კონცერტის დაწყებამდე მსახიობმა რობერტ დოუნი უმცროსმა აცნობა. კოლექტივმა მოგვიანებით მასთან ერთად გადაღებული ფოტო გაავრცელა:

"საოცარი საღამო იყო. დიდი მადლობა, რობერტ, ჩვენთან ერთად ზეიმობისთვის. მადლობა "ნასას" მთელს გუნდს. ეს ჩვენი კარიერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტია".

"როლინგ სთოუნზი" ლონდონში 1962 წელს შეიქმნა. დღეისთვის ჯგუფს 23 სტუდიური ჩანაწერი აქვს გამოშვებული. 1989 წელს კოლექტივი როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს. სხვადასხვა გამოცემამ მუსიკოსები არაერთხელ დაასახელა ყველა დროის საუკეთესო არტისტებისა თუ ჯგუფების ათეულში. აღსანიშნავია ისიც, რომ ბენდის მიერ 2005-2007 წლებში გამართული ტურნე, შემოსავლების ჯამური რაოდენობით, ისტორიაში მეორე ადგილს იკავებს. Bigger Bang Tour-მა კოლექტივს 523 მილიონზე მეტი დოლარი მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული