Thumbnail

ნახეთ: 10 წლის რეპერებმა Cardi B გადისეს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

10 წლის რეპერების Hollywood, Slim Z, Bonez McKoy და Mr. Great ჯგუფმა ZN8tion პოპულარული ჰიპ ჰოპ არტისტი Cardi B გადისა.

► ნახეთ: ჯენიფერ ლოპესი, Cardi B და Lizzo ფილმის Hustlers ახალ თრეილერში

► ნახეთ: Cardi B ბერნი სანდერსის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო

"შენ შეგიძლია, კბილი გაიკეთო, მაგრამ სახეს ვერ შეიცვლი. არც კი ვიცით, რომელი უფრო ყალბია, შენი ცხოვრება თუ შენი საჯდომი. ქარდი, ნაგავი ხარ", - რეპავენ ბიჭები.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ, მუსიკოსმა ინსტაგრამზე ტრადიციული ლაივი ჩართო, რომლის საშუალებითაც თაყვანისმცემლებს ხშირად ესაუბრება.

"პატარა თეთრკანიანო ბავშვებო, მოკეტეთ და თქვენი ადგილი იცოდეთ. წადით, რძე დალიეთ, მე ახალ წარმატებებს მივაღწევ", - აღნიშნა არტისტმა.

ამ ნათქვამმა საზოგადოების ნაწილში კრიტიკა გამოიწვია, რადგან ჩათვალეს, რომ ქარდიმ პატარა რეპერებს მიმართა. საპასუხოდ მუსიკოსი სოციალურ ქსელში კვლავ ჩაერთო:

"მე მათ მივმართე, ვინც ამბობდა, რომ ჩემს ალბომს გრემი არ ეკუთვნოდა. ვიდეო ისე დაამონტაჟეს, თითქოს ამ ბავშვებზე ვსაუბრობდი. თუმცა, ერთს ვიტყვი. იმ ბიჭების მშობლებს რატომ არ ეუბნებით, რომ მათი შვილები სიბინძურეს ლაპარაკობენ?".

ქარდიმ შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო, თუმცა, ფართო საზოგადოებამ არტისტი 2017 წელს, კომპოზიციის Bodak Yellow გამოსვლის შემდეგ გაიცნო. სიმღერა ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებში პირველობას ერთი თვის განმავლობაში არ თმობდა. 19 წლის განმავლობაში ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ქალი რეპერის სოლო ჩანაწერი ჰიტ აღლუმის სათავეში მოექცა. ქარდი ბიმდე მსგავსი წარმატების მიღწევა ლორინ ჰილმა შეძლო, 1998 წელს გამოსული ტრეკით Doo Wop (That Thing). 2018 წელს მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Invasion Of Privacy გამოუშვა, რომელიც დღეს ორმაგი პლატინის მფლობელია. სტუდიურმა ნამუშევარმა გრემის 2019 წლის დაჯილდოებაზე "წლის საუკეთესო ჰიპ ჰოპ ალბომის" ნომინაციაში გაიმარჯვა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული