Thumbnail

ბილი აილიში: გული მტკივა, როდესაც ამბობენ, რომ დეპრესია იმიჯისთვის მოვიგონე

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა გამოცემა Elle-თან საუბრისას ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც დეპრესიაში იყო და ეგონა, ბედნიერი ვეღარასდროს იქნებოდა.

 ნახეთ: ბილი აილიში, კამილა კაბეიო და Lizzo ჟურნალ Elle-ის ფოტოსესიაში

► ნახეთ: სიმებიანმა კვარტეტმა ბილი აილიშის Bad Guy შეასრულა

► ნახეთ: ბილი აილიშმა სიმღერაზე All the Good Girls Go to Hell კლიპი გადაიღო

"2 წლის წინ ისეთი განცდა მქონდა, რომ აღარაფერს ჰქონდა მნიშვნელობა. ყველაფერს აზრი ჰქონდა დაკარგული. არა მხოლოდ ჩემს ცხოვრებაში, არამედ, ზოგადად, სამყაროში. ღრმა დეპრესიაში ვიყავი. გული მტკივა, როდესაც ამბობენ, რომ დეპრესია საიმიჯოდ მოვიგონე. 16 წლის გოგონა ძალიან არასტაბილურად ვგრძნობდი თავს. ვფიქრობდი, რომ ბედნიერი ვეღარასდროს ვიქნებოდი, თუმცა, ჩემი ადგილი ვიპოვე და ახლა ძალიან კარგად ვარ. არა იმიტომ, რომ ცნობილი ადამიანი ვარ, არც იმის გამო, რომ ფული მაქვს. უბრალოდ, მიყვარს ჩემი საქმე და საკუთარი თავი ნაპოვნი მყავს. როდესაც ვიზრდებით, გარკვეული ადამიანები ჩნდებიან ჩვენს ცხოვრებაში, ზოგი კი გვტოვებს. ყველას, ვინც თავს ცუდად გრძნობს, ვეტყვი, რომ იმედი არ დაკარგონ და ყველაფერი კარგად იქნება", - თქვა ბილიმ.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული