Thumbnail
ფოტო: ლევან მაისურაძე

მუსიკოსის, დიზაინერისა და ვიზუალური არტისტის, ჰიპ ჰოპ პროექტ KayaKata-ს წევრის, მაქსიმე მაჩაიძის 5 საყვარელი კომპოზიცია. 

 რეცენზია: KayaKata - Sadaa

5. Teriyaki Boyz - Tokyo Drift

ასე გამოიყურება ჩემი სული, სამურაების და იაკუძას შვილიშვილების მოხატული, დრიფტის სისტემაზე გადაწყობილი მანქანასავით. ალბათ, ყველაზე მოშნი ინსპირაცია იყო ბავშვობაში იმ კადრის ნახვა, ტოკიოს გარაჟში რომ შედიან, სადაც ბევრი ფერადი მანქანა დგას და ეს ტრეკია ჩართული. მანდ მივხვდი, დიდი რომ გავიზრდები, მანქანა უნდა გამოვიდე თქო.

4. Kanye West - Drive Slow

კიდევ ერთი ბავშვობის საუნდტრეკი, რომელიც სულში მაქვს ჩაბეჭდილი. ტუტორიალია, როგორ იარო დასტოინად. იარე ნელა homie - ეს ფრაზა სულ მესმის დღემდე. ჩემმა ტვინმა აიღო და პროგრამაში დააყენა, cuz you never know homie.

3. A Tribe Called Quest - Bonita Applebum 

Timeless ზაფხულების საუნდი. ბევრი ტრეკია ამის შესახებ, მაგრამ იყოს ეს აქ, on the top like a cherry, because sheeesh this summers be hot.

2. Missy Elliot - Wake Up

7 წლის ასაკში შვეიცარიაში ვიყავი, მამაჩემი უკრავდა რაღაც სივრცეში. ინტერიერის კონცეპტი ის იყო, რომ მთელ კედლებზე სათამაშოები იყო გაკრული, კედლები არ ჩანდა იმდენი. მფლობელი თვალებჩახატული გრძელწვერიანი კაბიანი კაცი იყო. არ მოკიდო სათამაშოებს ხელიო, მითხრა. მაგრად შევწუხდი, მახსოვს. რომ მივდიოდით, სულ ახალი 80-იანების თესლი თავზე გასაკეთებელი ყურსასმენები მაჩუქა. მაგ წელს გამოვიდა ეს ტრეკი და, ალბათ, ყველაზე მეტჯერ სწორედ მან გაიჟღერა მათში. ლეგენდარული vibe აქვს, "ცრის" ამ ბიტის შენელებული ლუპია. მისი ელიოტს იმდენი ვუსმინე, ზოგჯერ მგონია, მეორე დედაჩემია.

1. Ryuichi Sakamoto - Rain

ეს ჩემი ძილისპირული იყო მთელი ბავშვობა. სონის Boombox-ში იდო The Last Emperor-ის დისკი, ტრიალებდა ყოველ ღამე და ეფერებოდა სულს, რომელიც მეტად და მეტად ემსგავსება რალის მანქანას ფერად გრაფიკაში და ნეონებში ჩაფლულს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული