Thumbnail

ნახეთ: მაილი საირუსმა კლიპი Slide Away გაავრცელა, რომელიც ქმართან დაშორებას მიუძღვნა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელმა პოპვარსკვლავმა, მაილი საირუსმა კომპოზიციაზე Slide Away გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპზე რეჟისორმა ალექს მურსმა იმუშავა. არტისტმა სინგლი მუსიკოსებთან: Alma, Mike Will Made It და ენდრიუ უაითთან თანამშრომლობით ჩაწერა და ლიამ ჰემსვორთთან დაშორებას მიუძღვნა.

► მაილი საირუსმა MTV VMA-ზე Slide Away შეასრულა, რომელიც ქმართან დაშორებას მიუძღვნა

► მაილი საირუსი: უნაკლო არ ვარ, მაგრამ ქმრისთვის არასდროს მიღალატია 

კომპოზიცია მუსიკოსის მინი ალბომში She Is Here იქნება წარმოდგენილი. ჩანაწერი ერთ-ერთია EP სერიიდან She Is Coming,  She Is Here და She Is Everything, რომელსაც არტისტი სრულმეტრაჟიანი ალბომის She Is Miley Cyrus გამოშვებამდე ეტაპობრივად ავრცელებს.

მაილი საირუსმა პოპულარობა დისნეის სერიალ "ჰანა მონტანაში" მონაწილეობით მოიპოვა. მუსიკოსის ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად კომპოზიცია Wrecking Ball ითვლება, რომელიც 2013 წელს გაყიდვებისა და ჩარტების ლიდერი გახდა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული