Thumbnail

ბილი აილიში: 18 წლის რომ გავხდები, ალბათ, სხეულის გამოჩენის სურვილი გამიჩნდება

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ამერიკელი მომღერალი, ბილი აილიში ჟურნალ Elle-ის ოქტომბრის ნომრის სტუმარია. გამოცემასთან ინტერვიუში არტისტმა სხვა თემებთან ერთად თავის ჩაცმის სტილზე ისაუბრა.

► ბილი აილიში: მიყვარს, როდესაც ადამიანები საკუთარ სხეულში კომფორტულად გრძნობენ თავს

► ბილი აილიში: გული მტკივა, როდესაც ამბობენ, რომ დეპრესია იმიჯისთვის მოვიგონე

► ნახეთ: ბილი აილიშმა განმარტა, რის შესახებაა სიმღერა Bad Guy

"დიდი ზომის მაისურებს იმიტომ ვიცვამ, რომ ჩემი მკერდის გამო თავი უხერხულად არ იგრძნოთ. 18 წლის რომ გავხდები, ქალად ვიქცევი. სხეულის გამოჩენის სურვილი გამიჩნდება. შესაძლოა, კლიპიც გადავიღო, რომელშიც მენდომება, სასურველი ვიყო. ოღონდ პორნოს არ ვგულისხმობ, მაგრამ ხალხი ამაზე მაინც აღელდება. იტყვიან, მის მიმართ ყველანაირი პატივისცემა დავკარგეთო. ერთმა კომენტარებში დამიწერა - ბიჭური გოგონები ბოლოს ყველაზე დიდი ბო*ები ხდებიანო. შეუძლებელია, აქ გავიმარჯვო", - თქვა აილიშმა.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული