Thumbnail

Glastonbury-ზე კაილი მინოუგის გამოსვლას ისტორიაში ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ავსტრალიელ პოპვარსკვლავი, კაილი მინოუგი ამ ზაფხულს ფესტივალ Glastonbury-ს ჰედლაინერი იყო. კონცერტის სატელევიზიო ტრანსლაცია BBC-ზე განხორციელდა. ბრიტანეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, პერფორმანსს საშუალოდ 3,2 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს, კონცერტის ბოლოს კი მაყურებელთა რაოდენობამ 3.9 მილიონს გადააჭარბა, რამაც კაილის გამოსვლა ღონისძიების ისტორიაში ყველაზე ნახვად შოუდ აქცია.

► ნახეთ: კაილი მინოუგმა Glastonbury-ზე ნიკ ქეივთან ერთად იმღერა

აქამდე "გლასტონბერიზე" ყველაზე პოპულარული გამოსვლები ბრიტანელ შემსრულებლებს, ადელსა და ედ შირანს ჰქონდათ. ამ უკანასკნელის პერფორმანსს პირდაპირ ეთერში საშუალოდ 3,1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალს, ადელის კონცერტს კი 2 მილიონი.

აღსანიშნავია, რომ წელს კაილი მინოუგმა პირველად მიიღო ღონისძიებაში მონაწილეობა. მუსიკოსი ჯერ კიდევ 2005 წელს უნდა ყოფილიყო ფესტივალის ჰედლაინერი, თუმცა, კონცერტის გაუქმება სიმსივნის დიაგნოზის გამო მოუწია.

ავსტრალიელმა მომღერალმა კარიერა 1987 წელს დაიწყო. გრემის მფლობელ არტისტს დღემდე 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. არაერთი ჰიტის მქონე მუსიკოსის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ნამუშევრად 2001 წელს ჩაწერილი სიმღერა Can't Get You Out of My Head ითვლება, რომელმაც ბილბორდის ჩარტში პირველობა არავის დაუთმო. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული