Thumbnail

ნახეთ: ჯეიმს ბლანტმა 14 წლის შემდეგ კლიპის You're Beautiful გაგრძელება Cold გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ჯეიმს ბლანტმა მომავალ ალბომში Once Upon A Mind შესულ კომპოზიციაზე Cold გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. რეჟისორ კალუმ მაკდიარმიდის ნამუშევარი არტისტის ჰიტზე You're Beautiful შექმნილი კლიპის სიუჟეტის გაგრძელებას წარმოადგენს. კადრებში მომღერალი ზღვიდან ამოდის და ზუსტად იმ სამოსსა და ნივთებს აგროვებს, რომლებიც 14 წლის წინ წყალში გადახტომამდე სანაპიროზე დატოვა.

არტისტის ახალი სტუდიური ნამუშევარი გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება.

კოსოვოს ომის ვეტერანმა, კაპიტნის ჩინის მქონე ჯეიმს ბლანტმა მუსიკალური კარიერა 2003 წელს დაიწყო. არტისტს პოპულარობა სადებიუტო ალბომში Back to Bedlam შესულმა სინგლებმა You're Beautiful და Goodbye My Lover მოუტანა. მსოფლიოში სტუდიური ჩანაწერის 11 მილიონი ასლი გაიყიდა, რითაც ის გაერთიანებულ სამეფოში 2000-იანი წლების ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა. 45 წლის მომღერალს დღემდე 20 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული