Thumbnail

ცნობილმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, Steve Aoki-მ კომპოზიციაზე Let It Be Me გადაღებული კლიპი გაავრცელა. ტრეკი მან პოპულარულ ამერიკულ ჯგუფთან, Backstreet Boys-თან ერთად ჩაწერა. ვიდეორგოლის ავტორი ტაილერ დანინგ ევანსია.

სტივ აოკიმ შემოქმედებითი კარიერა 1996 წელს დაიწყო. 2012 წელს არტისტი ჩრდილოეთ ამერიკაში ყველაზე მაღალი შემოსავლის მქონე ელექტრონულ მუსიკოსად დასახელდა. 2013 წელს მისი ნამუშევარი Wonderland გრემიზე, საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული ალბომის ნომინაციაში იყო წარდგენილი. მუსიკოსმა სხვადასხვა დროს ისეთ არტისტებთან ითანამშრომლა, როგორებიც არიან: Will.i.am, Afrojack, LMFAO, Linkin Park, Fall Out Boy, BTS და სხვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული