Thumbnail

Eazy-E-ს 55 წლის იუბილეზე მის საფლავის ქვას The Godfather of Gangsta Rap დააწერეს

ეპოქალური ჰიპ ჰოპ გაერთიანების N.W.A წევრს, კალიფორნიელ ერიკ ვრაითს, იგივე Eazy-E-ს შვიდ სექტემბერს 55 წელი შეუსრულდებოდა. გარდაცვლილი რეპერის დაბადების დღეს მისმა ოჯახმა საფლავზე ახალი ქვა მიიტანა, რომელზეც მისი საფირმო წითელი ლოგო, ხელმოწერა, ფოტოები და წარწერა გენგსთა რეპის ნათლია“ არის ამოტვიფრული.

► ინგლისში რეპერ Eazy-E-ს სკულპტურის გახსნაზე უარი განაცხადეს

"ჩვენ ის ძალიან გვიყვარდა, მაგრამ ღმერთს უფრო მეტად უყვარდა", - აწერია ქვას.

ფოტოსურათი საფლავიდან მუსიკოსის შვილმა, Lil Eazy-E-მ გამოაქვეყნა.

კომპტონელმა Eazy-E-იმ მუსიკალური კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო და დღეს ის გენგსთა რეპის ერთ-ერთ პიონერად მიიჩნევა. არტისტმა სახელი ეპოქალურ ჰიპ ჰოპ კოლექტივში N.W.A მოღვაწეობით გაითქვა. რეპერის ხმის ტემბრი და ფლოუ კი დღემდე უნიკალურად რჩება. 1995 წლის 26 მარტს იზი შიდსისგან გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული