Thumbnail

ნოელ გალაჰერი: ვღიზიანდები, როცა ჩემს კონცერტებზე Oasis-ის სიმღერებს ითხოვენ

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ცნობილმა ბრიტანელმა მუსიკოსმა, ნოელ გალაჰერმა გამოცემა The Sun-თან საუბარში ის თაყვანისმცემლები გააკრიტიკა, რომლებიც თავისი ჯგუფის Noel Gallagher's High Flying Birds კონცერტზე Oasis-ის სიმღერების შესრულებას ითხოვენ.

► ნახეთ: Noel Gallagher's High Flying Birds - This Is the Place

 ნოელ გალაჰერი: მოსაწყენია, რაზეც ემინემი რეპავს

► Noel Gallagher: დედაჩემი მანამ მომწონდა, სანამ ლიამს გააჩენდა

"ახალგაზრდები ჩემი ჯგუფის კონცერტზე ისევე გამოიყურებიან, როგორც ჩემი ძმა ლიამი. ისინი გამუდმებით მოითხოვენ, რომ "ოაზისის" სიმღერები შევასრულო, რაც ძალიან მაცოფებს. მინდება ხოლმე, რომ High Flying Birds-ის კიდევ უფრო მეტი კომპოზიცია ვიმღერო. ეს იდიოტი ბავშვები მხოლოდ 15 წლისანი არიან. როცა "ოაზისი" დაიშალა, თქვენ მხოლოდ 5 წლის იყავით, ამიტომ დაახვიეთ", - თქვა ნოელმა.

მუსიკოსის ნათქვამს ტვიტერის გვერდზე ლიამი გამოეხმაურა:

"ნოელის მიერ ბავშვების გაკრიტიკებაში პრობლემა ისაა, რომ სწორედ ესენი არიან იმ ხალხის ნაწილი, რომელთაც ჩვენ რაღაცად გვაქციეს. მე გელოდებით ჩემს კონცერტებზე, წამოიყვანეთ ბაბუები, დეიდები, ბიძები, თქვენი ცხოველები".

ძმებმა, ლიამმა და ნოელმა 1991 წელს ჯგუფი Oasis შექმნეს. 2 წლის შემდეგ ბენდმა სადებიუტო ნამუშევარი Definitely Maybe გამოუშვა, რომელმაც შვიდგზის პლატინის სტატუსი მოიპოვა. ბრიტ პოპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კოლექტივი მათ შორის კონფლიქტის გამო, 2009 წელს დაიშალა. 

ნოელმა "ოაზისის" დაშლიდან ერთ წელიწადში საკუთარი ბენდი Noel Gallagher's High Flying Birds ჩამოაყალიბა. კოლექტივმა რიგით მესამე ალბომი Who Built the Moon? 2017 წელს გაავრცელა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული