Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი, ივ ტუმორი ახალ ჩანაწერს Applaud ავრცელებს. ლეიბლზე Warp გამოსული კომპოზიცია, რომელშიც არტისტები Hirakish და Napolian მონაწილეობენ, ტუმორის მიერ 2018 წელს გამოშვებული ალბომის Safe in the Hands of Love იაპონური რელიზის ბონუს ტრეკია.  

► რეცენზია: Yves Tumor - Safe in the Hands of Love

შონ ბოუიმ, სასცენო სახელით Yves Tumor, შემოქმედებითი კარიერა 2010 წელს დაიწყო. 2015 წელს მუსიკოსმა სადებიუტო სტუდიური ალბომი When Man Fails You გაავრცელა, რასაც მომდევნო წელს ლეიბლზე PAN Records გამოცემული Serpent Music მოჰყვა. 2018 წლის სექტემბერში ივ ტუმორმა ბრიტანულ Warp Records-ზე რიგით მესამე სტუდიური ნამუშევარი Safe in the Hands of Love გამოუშვა, რომელიც არაერთი მუსიკალური გამოცემის მიერ წლის ერთ-ერთ საუკეთესო ჩანაწერად დასახელდა. აღსანიშნავია, რომ წელს ივ ტუმორმა თბილისში, კლუბ "ბასიანში" ექსპერიმენტული და ელექტროაკუსტიკური მუსიკის სერია ZENAARI-ს ფარგლებში კონცერტი გამართა. 

► ნახეთ: თბილისში Yves Tumor-ის კონცერტი გაიმართა

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული