Thumbnail

Tekashi 6ix9ine-მა აღიარა, რომ შვილის დედაზე წლების განმავლობაში ძალადობდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პატიმრობაში მყოფმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Tekashi 6ix9ine-მა გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში სასამართლოს წინაშე არაერთი ბრალდება აღიარა. ჩვენების ტექსტი არ გასაჯაროებულა, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ რეპერმა მოსამართლეს 2011-18 წლებში ყოფილ შეყვარებულსა და შვილის დედაზე, სარა მოლინაზე ძალადობა დაუდასტურა. აღსანიშნავია, რომ ქალმა ტეკაში ერთ-ერთ ინტერვიუში სასტიკ ცემასა და სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა.

► 6ix9ine-ს მისი შვილის დედა სასტიკ ცემასა და სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს

► ნახეთ: Tekashi 6ix9ine-ის ციხეში გადაღებული ფოტო გავრცელდა

► სნუპ დოგი 6ix9ine-ზე: აცადეთ ამ ვირთხას ლპობა

"ტეკაში ოქტომბერში დუბაის ერთ-ერთ სასტუმროში ზუსტად 2 საათის განმავლობაში მცემდა. მაშინ საკუთარ მენეჯერთან უთანხმოება ჰქონდაყურში მუშტებს ისე მირტყამდა, მეგონა, დავყრუვდი. შემდეგ ჩემს დახრჩობას ცდილობდა, თან მიყვიროდა, რომ გასულ წელს 70 ქალთან იწვა და რამდენიმე მათგანი დაორსულდა კიდეც. დილით გამაღვიძა და მაიძულა, მასთან სექსი მქონოდავტიროდი, ძალიან ცუდად ვიყავი... ერთხელ კი მან მანქანაში ჩვენი პატარა ბავშვის თვალწინ თმით მითრია და სახეში მირტყა. საშინელება იყო", - ამბობდა სარა გამოცემა The Daily Beast-თან ინტერვიუში.

ცნობილია, რომ სიქსნაინი სასამართლოს წინაშე მომავალ კვირას წარდგება. მან გამოძიებასთან თანამშრომლობის ფარგლებში დაჯგუფება Nine Trey Blood-ის ორი წევრის საწინააღმდეგო ჩვენება უნდა მისცეს.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით იანვარში სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფება Nine Trey Blood არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებდა. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 2020 წლის 23 იანვარს გამოცხადდება. 

წარმოშობით მექსიკელმა დანიელ ერნანდესმა, სასცენო სახელით Tekashi 6ix9ine, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2012 წელს დაიწყო. 22 წლის რეპერი ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კომპოზიციით Gummo გახდა. 2018 წლის ნოემბერში მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Dummy Boy გაავრცელა, რომელიც ბილბორდის ჩარტში მეორე პოზიციაზე მოექცა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული