Thumbnail

ამერიკელი მუსიკოსი, უილიამ ოლდჰემი, სასცენო სახელით Bonnie "Prince" Billy, ახალ სიმღერას At the Back of the Pit და მასზე გადაღებულ ვიდეოკლიპს ავრცელებს. კომპოზიცია არტისტის მომავალ ალბომში I Made a Place იქნება წარმოდგენილი, რომელიც გაყიდვაში 15 ნოემბერს ჩაეშვება.

უილიამ ოლდჰემმა მუსიკალური კარიერა 1993 წელს დაიწყო. ამავე წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი There Is No-One What Will Take Care of You გაავრცელა. ბილის ამ დრომდე 22 სტუდიური ნამუშევარი აქვს გამოცემული. მისი შემოქმედება ფოლკსა და ალტერნატიულ ქანთრის აერთიანებს.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული