Thumbnail

ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ემეკვანემ ბიოსა, სასცენო სახელით Maxo Kream, სადებიუტო ალბომში Brandon Banks შესულ ტრეკზე She Live გადაღებულ ვიდეორგოლს ავრცელებს. ჩანაწერში ახალგაზრდა რეპერი Megan Thee Stallion მონაწილეობს. კლიპი, რომელზეც რეჟისორმა ომარ ჯონსმა იმუშავა, მუსიკალური არხის VH1 სატელევიზიო შოუების I Love New York და Flavor of Love შთაგონებითაა შექმნილი. კადრებში მუსიკოსები კონკურსის გზით პოტენციურ პარტნიორებს ირჩევენ.

► მოუსმინეთ: Maxo Kream სადებიუტო ალბომს Brandon Banks ავრცელებს

► მოუსმინეთ: Maxo Kream - 3 AM Ft. ScHoolboy Q

მექსომ მუსიკალური კარიერა 2012 წელს დაიწყო. რეპერი არჩევანს ჰიპ ჰოპის ქვემიმდინარეობაზე, დრილზე აკეთებს. ჰიუსტონელი არტისტი უკვე რამდენიმე წელია, იატაკქვეშეთში პოპულარობით სარგებლობს, თუმცა, ის ფართო საზოგადოებამ 2018 წლის სტუდიური ჩანაწერით Punken გაიცნო. შემსრულებლის ცნობილი კომპოზიციებია: Grannies, G3, ROACHES, FETTI, Big Homies, Meet Again და სხვა. 2019 წელს რეპერმა გაყიდვაში სადებიუტო ალბომი Brandon Banks ჩაუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული