Thumbnail

სამხრეთაფრიკელმა დიჯეიმ და პროდიუსერმა, Black Coffee-მ ახალი კომპოზიცია LaLaLa გაავრცელა. ტრეკი მან ცნობილ ამერიკელ მუსიკოსთან, Usher-თან ერთად ჩაწერა. აშერი ნამუშევრის თანაავტორიც გახლავთ.

ნკოსინათი მაფუმულომ, ფსევდონიმით Black Coffee, მუსიკალური კარიერა 1994 წელს დაიწყო. 2004 წელს ის კეიპტაუნში Red Bull Music Academy-ს ივენთების სერიაში მონაწილეობდა. 2015-ში მუსიკოსმა იბიცაზე გამართული DJ Awards-ის ჯილდო მოიპოვა. არტისტს ამ დრომდე 5 სტუდიური ალბომი აქვს გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული