Thumbnail

ბრიტანელმა პოპვარსკვლავმა Charli XCX მომავალი ალბომის Charli სინგლი "2099" გაავრცელა. ჩანაწერში ავსტრალიელი მუსიკოსი, ტროი სივანი მონაწილეობს. სტუდიური ნამუშევარი, რომელიც გაყიდვაში 13 სექტემბერს ჩაეშვება, ჯამში 15 კომპოზიციას გააერთიანებს.

► მოუსმინეთ: Charli XCX – February 2017 Ft. Clairo and Yaeji

► მოუსმინეთ: Charli XCX - Warm Ft. Haim

► მოუსმინეთ: Charli XCX - Miss U

აღსანიშნავია, რომ ალბომის პირველი სინგლი "1999" ასევე ტროი სივანთან თანამშრომლობით ჩაიწერა.

შარლოტ ეიტჩისონმა, სასცენო სახელით Charli XCX, შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. არტისტი პოპულარული სიმღერით Boom Clap გახდა. კომპოზიცია 2014 წელს გადაღებული ფილმის "ბედის ვარსკვლავის ბრალია" საუნდტრეკიცაა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული