Thumbnail

13 წლის შემდეგ, ჯგუფი Bauhaus თავდაპირველი შემადგენლობით კონცერტს გამართავს

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ბრიტანული ბენდი Bauhaus ბოლო 13 წლის განმავლობაში თავდაპირველი შემადგენლობით პირველად შეიკრიბება და კონცერტს გამართავს. მსმენელებმა პიტერ მერფი, დანიელ ეში, კევინ ჰასკინსი და დევიდ ჯეი ერთად სცენაზე ბოლოს 2006 წელს იხილეს. ღონისძიება 3 ნოემბერს, ლოს ანჯელესში, ჰოლივუდ პალადიუმის თეატრში ჩატარდება.

საღამოზე დასასწრები ბილეთების შეძენა 13 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი. შოუს პოსტერი პიტერ მერფის ინსტაგრამის გვერდზეც გავრცელდა.

პოსტ-პანკის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ბენდი Bauhaus ნორთჰემპტონში 1978 წელს ჩამოყალიბდა. კარიერის განმავლობაში ჯგუფი რამდენჯერმე დაიშალა და აღდგა. კოლექტივის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: Bela Lugosi's Dead, The Man With the X-Ray Eyes და All We Ever Wanted Was Everything. არტისტებს 5 სტუდიური ალბომი აქვთ გამოშვებული.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული