Thumbnail

ნახეთ: Ty Dolla Sign-მა კომპოზიციაზე Hottest In The City კლიპი გადაიღო

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა არენბი შემსრულებელმა, ტაირონ უილიამსმა, ფსევდონიმით Ty Dolla Sign, კომპოზიციაზე Hottest In The City გადაღებული კლიპი გაავრცელა. ჩანაწერში ვეტერანი მემფისელი თრეფ არტისტები Juicy J და Project Pat მონაწილეობენ. ინსტრუმენტალის ავტორი კი 2018 წლის გამორჩეული პროდიუსერი Tay Keith გახლავთ. ვიდეორგოლი სტრიპტიზ კლუბშია გადაღებული.

 Megan Thee Stallion, Nicki Minaj და Ty Dolla Sign კლიპს Hot Girl Summer ავრცელებენ

► ნახეთ: Ty Dolla Sign გადაცემას Tiny Desk Concert ესტუმრა

ტაირონმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2000-იანი წლების მეორე ნახევარში დაიწყო. მისი სადებიუტო ალბომი Free TC 2015 წლის ნოემბერში ჩაეშვა გაყიდვაში. ნამუშევრის ერთ-ერთი მთავარი ჩანაწერი კი Blase გახლავთ, რომელშიც ატლანტელი მუსიკოსი Future და ჰიპ ჰოპ დუეტი Rae Sremmurd მონაწილეობენ. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული