Thumbnail

ფოტოგალერეა: ალიშა ქისმა კალიფორნიაში $20,8 მილიონად სახლი იყიდა

15 გრემის მფლობელმა არენბი მუსიკოსმა, ალიშა ქისმა და მისმა ქმარმა, ჰიპ ჰოპ პროდიუსერმა, Swizz Beatz-მა კალიფორნიის ქალაქ ლა ჰოიაში მდებარე ულტრათანამედროვე ვილა შეიძინეს. გამოცემა Wall Street Journal-ის ცნობით, წყვილმა სახლში 20,8 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა.

► ნახეთ: ქანიე ვესთმა 14 მილიონ დოლარად რანჩო იყიდა

► სახლი, რომელშიც ჯორჯ მაიკლი გარდაიცვალა, $4.1 მილიონად გაიყიდა

2007 წელს აშენებულ 989,7 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე მდებარე ნაგებობა ოკეანეს გადაჰყურებს. სახლში 6 საძინებელი, 8 სველი წერტილი, მისაღები ოთახი და კინოთეატრია განთავსებული. კომპლექსი ასევე მოიცავს ღია ცის ქვეშ მდებარე სამზარეულოს, საცურაო აუზსა და სპას. ამასთან, 120 კვ.მ ტერიტორია სტუმრებისთვის განკუთვნილ სახლს უჭირავს, რომელსაც ორი საძინებელი აქვს.  

ვილა გასაყიდად 2018 წელს გამოიტანეს და მისმა თავდაპირველმა ღირებულებამ 30 მილიონი დოლარი შეადგინა.

ვარსკვლავური წყვილი 2010 წელს დაქორწინდა. მას შემდეგ მუსიკოსებს ორი ვაჟი შეეძინათ. კარიერის განმავლობაში არტისტებმა კომპოზიციებზე International Party და Girl On Fire ითანამშრომლეს. ამასთან, ალიშას 2016 წლის ალბომის Here ერთ-ერთი აღმასრულებელი პროდიუსერი სწორედ სვიზ ბითსი გახლავთ.

კომენტარები

ბოლოს დამატებული