Thumbnail

ნახეთ: ჯენიფერ ლოპესმა ჯიმი ფელონის შოუში ცნობილი კლიპებიდან ცეკვები შეასრულა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი მომღერალ, ჯენიფერ ლოპესჯიმი ფელონის ცნობილი შოუს სპეციალური სტუმარი გახლდათ. მომღერალმა და გადაცემის წამყვანმა მსოფლიოში პოპულარულ მუსიკალურ კლიპებში ნაჩვენები ცეკვები გააცოცხლეს და მაყურებელს ოთხწუთიანი მიქსი შესთავაზეს.

► ჯენიფერ ლოპესი: 50 წლის ასაკი საუკეთესო პერიოდია ჩემს ცხოვრებაში

► ნახეთ: 50 წლის ჯენიფერ ლოპესი ჟურნალ Variety-ს ფოტოსესიაში

ჯეილომ და ფელონმა ისეთ ვიდეორგოლებში წარმოდგენილი საცეკვაო მოძრაობები გაიმეორეს, როგორებიცაა: Los Del Rio-ს Macarena, MC Hammer-ის U Can’t Touch This, The Bangles-ს Walk Like an Egyptian, ბრიტნი სპირსის Oops!...I Did It Again, Sia-ს Chandelier და ა.შ.

ჯენიფერ ლოპესს კარიერის განმავლობაში 80 მილიონი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2013 წელს მუსიკოსს ჰოლივუდის დიდების ხეივანში ვარსკვლავი გაუხსნეს. შარშან გამოცემა Time-მა ის მსოფლიოში ყველაზე გავლენიან 100 ადამიანს შორის დაასახელა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციებმა If You Had My Love, Jenny from the Block, Papi და On The Floor მოუტანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული