Thumbnail

ნახეთ: ქართველმა არტისტმა Creams კომპოზიციაზე DIE 4 YOU კლიპი გადაიღო

ქართველმა მუსიკოსმა, ნათია ჭიჭინაძემ, ფსევდონიმით Creams, ახალი კომპოზიცია DIE 4 YOU და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. კლიპის ავტორი ბუბა ბებოშვილია. ვიზუალური ნამუშევარი მუსიკალურ პლატფორმასთან "ცა" თანამშრომლობით შეიქმნა. 

► მოუსმინეთ: ქართველმა არტისტმა Creams კომპოზიცია Sleep On Me გაავრცელა

ნათიამ მუსიკის წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 2012 წლიდან ის ჯგუფ Otherside-თან თანამშრომლობდა, რომელსაც შემდგომში Postotto ეწოდა. სოლო მოღვაწეობის ფარგლებში არტისტმა არაერთ ჟანრში, მათ შორის ტრიპ ჰოპში, ჯაზსა და ჰიპ ჰოპში მოსინჯა ძალები. "უხეში და ენერგიული, მაგრამ ამავდროულად მელანქოლიური მუსიკა, რომელიც შორსაა კონვენციური ჰიპ ჰოპისგან", - ასე აღწერს შემსრულებელი საკუთარ შემოქმედებას.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული