Thumbnail

ამერიკულმა პროექტმა Major Lazer ახალი სინგლი Que Calor და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გაავრცელა. ჩანაწერში კოლუმბიელი მუსიკოსი J Balvin და დომინიკელი რეპერი El Alfa მონაწილეობენ. კომპოზიცია კოლექტივის რიგით მეოთხე სტუდიურ ალბომში Music Is the Weapon შევა, რომლის გამოსვლაც წლის ბოლომდე იგეგემება. 

► ნახეთ: Major Lazer-მა და სქიფ მარლიმ კლიპი Can’t Take It From Me გაავრცელეს

Major Lazer 2018 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები ცნობილი დიჯეები: Diplo, Walshy Fire და Jillionaire იყვნენ, თუმცა, ამ უკანასკნელმა კოლექტივი მიმდინარე წელს დატოვა და ის ამერიკელმა დიჯეიმ Ape Drums ჩაანაცვლა. პროექტს განსაკუთრებული წარმატება კომპოზიციამ Lean On მოუტანა, რომელმაც იუთუბზე 2,5 მილიარდზე მეტი ნახვა დააგროვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული