Thumbnail

ნახეთ: Post Malone-მა კომპოზიციაზე Saint-Tropez ვიდეოკლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

პოპულარულმა ტექსასელმა მუსიკოსმა, ოსტინ რიჩარდ ფოსთმა, ფსევდონიმით Post Malone, კომპოზიციაზე Saint-Tropez ვიდეოკლიპი გადაიღო. ტრეკი არტისტის ახალ ალბომში Hollywood’s Bleeding შედის, რომელიც გაყიდვაში 6 სექტემბერს ჩაეშვა.

► მოუსმინეთ: ოზი ოსბორნი და ტრევის სკოტი Post Malone-ის ახალ ტრეკში Take What You Want

► მოუსმინეთ: Post Malone-მა ახალი ალბომი Hollywood’s Bleeding გაავრცელა

ოსტინ რიჩარდმა მუსიკალური კარიერა ხმაურიანად დაიწყო. 2015 წელს გამოშვებულ სადებიუტო სიმღერას White Iverson, მომდევნო წელს მუსიკოსის პირველი ალბომი Stoney მოჰყვა. ჩანაწერი მოსალოდნელზე მაღალი ტირაჟით გაიყიდა და მალევე მოიპოვა ორმაგი პლატინის სტატუსიც. 2018 წელს შემსრულებელმა გაყიდვაში კომერციულად წარმატებული სტუდიური ნამუშევარი Beerbongs & Bentleys ჩაუშვა. მისი წამყვანი სინგლი Rockstar გახლავთ. ჩანაწერი ბილბორდის მუსიკალურ ჩარტებს 8 კვირის განმავლობაში ლიდერობდა. სტრიმინგ პლატფორმის, Spotify-ის სათავეში კი კომპოზიციამ 108 დღე გაატარა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული