Thumbnail

ნახეთ: ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი ჟურნალ "ფლეიბოისთვის" გადაიღეს

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ტექსასელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი და მისი შეყვარებული, მილიარდერი კაილი ჯენერი ჟურნალ "ფლეიბოის" სპეციალური გამოშვების Fall 2019 Pleasure Issue სტუმრები არიან. წყვილი უკრაინელი ფოტოგრაფის, საშა სამსონოვას ობიქტივში მოხვდა. სურათები, რომლებიც გამოცემის გარეკანსა და გვერდებს დაამშვენებს, 17 სექტემბერს გავრცელდება.

► ნახეთ: ტრევის სკოტისა და კაილი ჯენერის ფოტოსესია

► ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი შშმ პირების ადგილზე მანქანის გაჩერების გამო გააკრიტიკეს

პირველი კადრი ფოტოსესიიდან კაილი ჯენერმა ინსტაგრამზე გაავრცელა.

View this post on Instagram

When Houston meets LA .. 💛 @playboy #ComingSoon

A post shared by Kylie ✨ (@kyliejenner) on

ტრევის სკოტმა და კაილი ჯენერმა რომანტიკული ურთიერთობა 2017 წლის გაზაფხულზე დაიწყეს. წყვილს 2018 წლის თებერვალში გოგონა, Stormi შეეძინათ.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული