Thumbnail

რინგო სტარი და პოლ მაკკარტნი ჯონ ლენონის სიმღერის ქავერს ჩაწერენ

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული ჯგუფის The Beatles წევრები, რინგო სტარი და პოლ მაკკარტნი ჯონ ლენონის სიმღერის Grow Old With Me ქავერ ვერსიას ჩაწერენ. სინგლი რინგოს რიგით მეოცე სოლო ალბომში შევა, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება. ნამუშევრის ანონსთან ერთად არტისტმა ჩანაწერის პირველი სინგლი What’s My Name გაავრცელა.

მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფი The Beatles ქალაქ ლივერპულში 1960 წელს შეიქმნა. ბენდმა სადებიუტო სინგლი Love Me Do 1962 წელს გამოუშვა. მომდევნო წელს კი კოლექტივმა პირველი ალბომი Please Please Me გაავრცელა. 800 მილიონზე მეტი გაყიდული ჩანაწერით "ბითლზი" მუსიკის ისტორიაში კომერციულად ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. ლივერპულურმა ოთხეულმა კარიერის განმავლობაში ოსკარისა და 7 გრემის მოპოვება შეძლო.

1970 წელს კოლექტივმა რიგით მეთორმეტე, უკანასკნელი ალბომი Let It Be გამოუშვა. ჩანაწერის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე ბენდი დაიშალა. 1999 წელს ჟურნალმა Time მუსიკოსები მე-20 საუკუნის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ასეულში შეიყვანა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული