Thumbnail

ნახეთ: ნიკა მაჩაიძემ Kordz-ისა & Natalie Beridze-ს კლიპი Half-Tone Bubbles გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ელექტრონულმა არტისტებმა, ალექსანდრე კორძაიამ, ფსევდონიმით Kordz და ტუსია ბერიძემ ახალი კომპოზიცია Half-Tone Bubbles და მასზე გადაღებული კლიპი გაავრცელეს. ვიდეორგოლის რეჟისორი ნიკა მაჩაიძე გახლავთ. ტრეკი მათ მომავალ, კომპილაციურ ალბომში Celebrity Clouds იქნება წარმოდგენილი, რომელსაც ქართული ლეიბლი CES Records 3 ოქტომბერს გამოსცემს.

► Kordz და Natalie Beridze ოქტომბერში ერთობლივ ალბომს გამოსცემენ

► მოუსმინეთ: Dilla, DRO და Kordz ახალ კომპოზიციას ICO ავრცელებენ

ალექსანდრე კორძაიამ სადებიუტო სინგლი We've Been და EP სახელწოდებით QYS 2016 წელს გამოსცა. მის შემოქმედებაზე გავლენა ცნობილმა ჯგუფებმა Daft Punk და Justice მოახდინეს. Kordz სხვადასხვა პროექტზე არაერთ ქართველ არტისტთან თანამშრომლობს.

ნატალია ბერიძე ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერია. 1990-იან წლებში იყო შემოქმედებითი გაერთიანება "გოსლაბის" წევრი. მისი სადებიუტო ალბომი სახელწოდებით TBA 2003 წელს გერმანულ ლეიბლზე Max Ernst გამოიცა. სხვადასხვა დროს მუსიკოსს ისეთ არტისტებთან აქვს ნამუშევარი, როგორებიც არიან: ნიკა მაჩაიძე, გოგი ძოძუაშვილი, თომას ბრინკმანი, იორგ ფოლერტი და რუიტი საკამოტო.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული