Thumbnail

რიუიჩი საკამოტო სადებიუტო სოლო ალბომის განახლებულ ვერსიას გაავრცელებს

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ლეგენდარული იაპონელი კომპოზიტორი, რიუიჩი საკამოტო სადებიუტო სოლო ალბომის Thousand Knives Of... განახლებულ ვერსიას გაავრცელებს. ნამუშევარი გაყიდვაში 8 ნოემბერს ჩაეშვება. თავდაპირველი ჩანაწერი მუსიკოსმა 1978 წელს გამოსცა.

► მოუსმინეთ: რუიტი საკამოტო სერიალ Black Mirror-ის ერთ-ერთი საუნდტრეკის ავტორია

საკამოტომ შემოქმედებითი მოღვაწეობა 1975 წელს დაიწყო. ის ელექტრონული მუსიკის არაერთი ქვეჟანრის პიონერია. არტისტს ბაფტა, გრემისა და ოსკარის ჯილდოები, ასევე, ორი ოქროს გლობუსი აქვს მოპოვებული. ის არაერთი ანიმესა და ვიდეოთამაშის კომპოზიტორი და სცენარის ავტორია.

კომენტარები

ბოლოს დამატებული