Thumbnail

ამერიკელმა პროდიუსერმა მტენდერე მანდოვამ, ფსევდონიმით Teebs, ახალი კომპოზიცია Studie გაავრცელა. ჩანაწერში მუსიკოსი ნოა ლენოქსი, სასცენო სახელით Panda Bear მონაწილეობს. სინგლი მანდოვას მომავალ ალბომში Anicca შევა, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება.

Teebs-მა მუსიკალური კარიერა 2009 წელს დაიწყო. მომდევნო წელს არტისტმა სადებიუტო ალბომი Ardour გაავრცელა. 2014 წელს მან მორიგი სტუდიური ჩანაწერი Estara გამოსცა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული