Thumbnail

მოუსმინეთ: ლეონარდ კოენის ახალი კომპოზიცია The Goal გავრცელდა

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

კანადელი მუსიკოსის, ლეონარდ კოენის წარმომადგენლებმა ლეგენდარული არტისტის ახალი კომპოზიცია The Goal გაავრცელეს. აკუსტიკური ჩანაწერი კოენის მომავალ ალბომში Thanks for the Dance შევა, რომელიც 22 ნოემბერს გამოიცემა.

► "ქანიე ვესთი პიკასო არ არის" - ლეონარდ კოენის აქამდე გამოუქვეყნებელი ლექსი

ლეონარდ კოენმა სიცოცხლის განმავლობაში 14 სტუდიური ალბომი ჩაწერა. კომერციულად ყველაზე წარმატებული სინგლი Hallelujah მან 1984 წელს გამოუშვა. 2010 წელს კოენს მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გრემის ჯილდო გადასცეს. 2016 წლის 7 ნოემბერს არტისტი 82 წლის ასაკში ლეიკემით გარდაიცვალა.

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული