Thumbnail

ნახეთ: დევიდ ბოუის კლიპის Heroes ახალი ვერსია გავრცელდა

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

23 სექტემბერს ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსისდევიდ ბოუის ჰიტს Heroes 42 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით იუთუბის არხმა Nacho Video კლიპის ახალი ვერსია გაავრცელა, რომელიც თავდაპირველ ვიდეორგოლზე მუშაობისას გადაღებულ, თუმცა, გამოუყენებელ კადრებს შეიცავს. 

► ჯონი ფლინი დევიდ ბოუის როლში - პირველი ფოტო Stardust-ის გადასაღები მოედნიდან

► დევიდ ბოუის Ziggy Stardust-ის სატელევიზიო დებიუტის ჩანაწერი იპოვეს

აღსანიშნავია, რომ კლიპს სიმღერის განახლებული ვერსია ადევს, რომელიც 2017 წელს გავრცელდა. ვიდეორგოლი თავად არტისტის ფეისბუქის ოფიციალურმა გვერდმაც გააზიარა.

კომპოზიციის Heroes კლიპის ორიგინალი, რომელზეც რეჟისორებმა სტენლი დორფმენმა და ნიკოლას ფერგიუსონმა იმუშავეს, 1977 წლის 27 სექტემბერს, სინგლის გამოშვებიდან ოთხ დღეში გავრცელდა.

დევიდ ბოუიმ შემოქმედებითი კარიერა 60-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა არტისტმა სიცოცხლის განმავლობაში 140 მილიონზე მეტი ალბომი გაყიდა, რაც მას თანამედროვე მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ შემსრულებლად აქცევს. Space Oddity-ისა და სხვა არაერთი ჰიტის ავტორი 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული