Thumbnail

ბილი აილიში: პირველი კოცნა არ იყო ისეთი ჯადოსნური, როგორსაც ველოდი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარულმა ამერიკელმა მუსიკოსმა, ბილი აილიშმა ჰოვარდ სტერნის ღამის შოუში სტუმრობისას პირველი კოცნა გაიხსენა. როგორც 17 წლის არტისტმა გაამხილა, მან კოცნის შემდეგ იტირა.

► ბილი აილიში: მეგონა, ხალხს ჩემი ჰიტები შესძულდებოდა

► ნახეთ: ბილი აილიშმა All the Good Girls Go to Hell და When the Party’s Over შეასრულა

► ბილი აილიში: დრო აღარ ითმენს, გადავარჩინოთ პლანეტა

"მაშინ 13 წლის ვიყავი, ვალენტინობის წინა დღეს კინოთეატრში წავედით, სადაც მან გადაწყვიტა, ჩემთვის ეკოცნა. შემდეგ მითხრა, რომ ეს კოცნა არ იყო ისეთი ჯადოსნური, როგორსაც ელოდა. საშინლად ვიგრძენი თავი. ის ძალიან მდიდარი ოჯახიდან იყო და დაცვასთან ერთად გადაადგილდებოდა. ყველგან თან ახლდა. კოცნის შემდეგ მცველთან ერთად სახლში ისე წავიდა, რომ არც კი დამემშვიდობა, გაოცებული ვიყავი. ვიტირე და სახლში გავიქეცი. მეორე დღეს ვალენტინობა იყო. აი, ასეთი პაემანი მქონდა", - გაიხსენა ბილიმ.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული