Thumbnail
ფოტო: popmusic

ნახეთ: ჯგუფმა KayaKata კომპოზიცია Polo Palace პირველად შეასრულა

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

პოპულარულმა ჰიპ ჰოპ ჯგუფმა KayaKata თბილისში, Spacehall Kustba-ს სივრცეში კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრების წინაშე არტისტებმა სადებიუტო ალბომში "სადაა" შესული კომპოზიცია Polo Palace პირველად შეასრულეს. popmusic შემოქმედებით გაერთიანება LTFR-თან ერთად ამ ლაივის ვიდეოჩანაწერს გთავაზობთ. 

► მოუსმინეთ: KayaKata სადებიუტო ალბომს "სადაა" ავრცელებს 

► რეცენზია: KayaKata - სადაა 

KayaKata ქართული ელექტროპოპ კოლექტივის, Kung Fu Junkie-ის წევრების, ზურა ჯიშკარიანისა და მაქსიმე მაჩაიძის მიერ შექმნილი პროექტია, რომელსაც 2016 წლამდე "ზურმუხტისფერი ბედის ორდენი" ერქვა. პირველი მუსიკალური ვიდეო Jungle With Fiction მუსიკოსებმა 2017 წლის ზაფხულში გაავრცელეს. 2019 წლის აგვისტოში არტისტებმა სადებიუტო ალბომი "სადაა" გამოაქვეყნეს, რომელმაც მსმენელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. 

კომენტარები

ბოლოს დამატებული