Thumbnail

ნახეთ: Travis Scott ტრეკში Highest In The Room კაილი ჯენერთან ურთიერთობაზე საუბრობს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

ჰიუსტონელი ჰიპ ჰოპ არტისტი, ტრევის სკოტი მსმენელს ხანგრძლივი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა. პოპულარულმა მუსიკოსმა ახალი კომპოზიცია Highest In The Room და მასზე გადაღებული ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ტრევისმა ჩანაწერში ტელევარსკვლავ კაილი ჯენერთან ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელსაც რამდენიმე დღის წინ დაშორდა.

► TMZ: ტრევის სკოტი და კაილი ჯენერი დაშორდნენ

"...კონცერტი მაქვს, მალე დავბრუნდები
მას არ სურს ამის მოსმენა..."

"...როცა შენთან ვარ, ვგრძნობ, ცოცხალი ვარ,
მეუბნები, რომ გიყვარვარ. ხომ არ მატყუებ?" - მიმართავს ტრევისი კაილის.

ტრევის სკოტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2008 წელს დაიწყო. ის ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი 2013 წელს გავრცელებული მიქსტეიპით Owl Pharaoh გახდა. შემსრულებელი მისი თაობის ერთ-ერთ წამყვანი ჰიპ ჰოპ არტისტია. დღეისთვის მის აქტივში სამი პლატინის სტატუსის მფლობელი სტუდიური ალბომია.  

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული