Thumbnail

ფოტოგალერეა: ბილი აილიშის “ორეულები”

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

ამერიკელი ვარსკვლავის, ბილი აილიშის პოპულარობას მხოლოდ მისი შემოქმედება არ განაპირობებს. 17 წლის გოგონას გამორჩეული გარეგნობა და ჩაცმის სტილი ინტერნეტსივრცეში მუდმივი განხილვის საგანია. სოციალური ქსელების მომხმარებლებმა მომღერალს უკვე არაერთი ადამიანი მიამსგავსეს.

► ფოტოგალერეა: ცნობილი მუსიკოსები და მათი “ორეულები"

Mescia Twins

მას შემდეგ, რაც იუთუბერი ტყუპი დები, ეშლი და ოლივია ასობით გამომწერმა მიამსგავსა ბილი აილიშს, მათ გადაწყვიტეს, არტისტის სტილი მოერგოთ და მისი რამდენიმე ფოტო გაეცოცხლებინათ. 

Mescia Twins

ოლივია და ბილი აილიში.

Mescia Twins

ეშლი და ბილი აილიში.

Lil Xan

კიდევ ერთი ადამიანი, რომელსაც ინტერნეტმომხმარებლები ბილი აილიშს ამსგავსებენ, ამერიკელი რეპერი ნიქოლას დიეგო ლინოუსი გახლავთ, ფსევდონიმით Lil Xan.

Lil Xan

ლილ ქსანთან მიმსგავსების შემდეგ, ბილიმ გადაწყვიტა, ჰელოუინის წვეულებაზე მისი სტილით გამოჩენილიყო.

Claudia Sulewski

კლაუდია სელევსკი ბლოგერი და ბილის ძმის, ფინიასის შეყვარებულია. მას შემდეგ, რაც წყვილის ურთიერთობის შესახებ გახდა ცნობილი, არაერთმა ინტერნეტმომხმარებელმა გოგონა სწორედ ბილის მიამსგავსა.

ბილი თაყვანისმცემელთან ერთად

გოგონა, რომელიც ბილისთან ერთად ფოტოზეა გამოსახული, ინტერნეტმომხმარებლების აზრით, ძალიან ჰგავს არტისტს.  

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული