Thumbnail

ნახეთ: Snoop Dogg-მა სასწავლო დაწესებულებაში სტრიპტიზის მოცეკვავეები მიიყვანა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

კანზასის უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდმა Kansas Jayhawks სეზონის გახსნასთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა, რომელშიც ვეტერანმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, Snoop Dogg-მა მიიღო მონაწილეობა. 35-წუთიან კონცერტზე რეპერს სტრიპტიზის მოცეკვავეები ახლდნენ. ამის გარდა, სნუპი ლაივზე საკუთარი გამოსახულების მქონე ყალბ დოლარიანებს ისროდა. პერფორმანსის მიმდინარეობისას მან არაერთი კომპოზიცია შეასრულა, მათ შორის ტრეკების Drop It Like It’s Hot და Gin and Juice ცენზურადაუდებელი ვერსიები.

► ნახეთ: Snoop Dogg-მა Nick Cave & the Bad Seeds-ის სიმღერა Red Right Hand დააქავერა

►  ნახეთ: Snoop Dogg-მა Tekashi 6ix9ine-ს მიმი მიუძღვნა

სნუპ დოგის პერფორმანსს დამსწრე საზოგადოების ნაწილის აღშფოთება მოჰყვა. 

"ჩემს თავზე ვიღებ სრულ პასუხისმგებლობას. სიღრმისეულად არ გავარკვიე სნუპის პერფორმანსის დეტალებში და ბოდიშს ვუხდი მათ, ვინც შეურაცხყოფილი დარჩა. ჩვენ გავაფრთხილეთ არტისტის წარმომადგენლები, რომ პერფორმანსში არ გამოეყენებინათ უცენზურო გამონათქვამები და სასწავლო დაწესებულებისთვის შეუფერებელი ცეკვები. თუმცა, სამწუხაროდ, ეს მაინც მოხდა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, რომ კანზასის უნივერსიტეტში ოჯახური გარემო იყოს", - განაცხადა უნივერსიტეტის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელმა. 

მედიის ინფორმაციით, სნუპმა უნივერსიტეტის წარმომადგენლების თხოვნა ნაწილობრივ გაითვალისწინა და კონცერტზე მარიხუანა არ მოიხმარა.

კანზასის უნივერსიტეტს სასწავლო დაწესებულებაში წესრიგის ნაკლებობისა და ამერიკის კოლეჯთა ლიგის (NCAA) რეგულაციების დარღვევის გამო შესაძლოა, სანქცია დაეკისროს.

ვეტერანმა არტისტმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 1993 წელს გავრცელებული ალბომით, ჟანრის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშად აღიარებული Doggystyle-ით დაიწყო. დღემდე, მსოფლიო მასშტაბით, მუსიკოსის ნამუშევრების 35 მილიონზე მეტი ასლია გაყიდული. ჰიპ ჰოპის გარდა, რეპერმა ძალები ფანკსა და რეგეიშიც, სტუდიური ჩანაწერებით 7 Days Of Funk და Reincarnated მოსინჯა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული