Thumbnail

ბილი აილიში: მე მოვუსმენ BTS-ს, კარგი ბიჭები არიან

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

პოპულარული ამერიკელი არტისტი, ბილი აილიში მუსიკალური ღონისძიების Austin City Limits Music Festival ფარგლებში რადიოსადგურ NPR-ს ესტუმრა. ინტერვიუს მიმდინარეობისას წამყვანი დაინტერესდა, ითანამშრომლებდა თუ არა ბილი ცნობილ კეიპოპ ბენდ BTS-თან. მუსიკოსმა ეს კითხვა სტუდიაში მყოფ თაყვანისმცემლებს გაუმეორა, რასაც მათი ნაწილის აღშფოთება მოჰყვა.

► ფოტოგალერეა: ბილი აილიშის “ორეულები”

►  ბილი აილიში: მეგონა, ხალხს ჩემი ჰიტები შესძულდებოდა

"გაჩერდით. ღმერთო ჩემო, ასე არ შეიძლება. მე აუცილებლად მოვუსმენ BTS-ს, ისინი კარგი ბიჭები არიან. ჩემზეც კარგ რაღაცებს ამბობენ", - მიმართა ბილიმ აუდიტორიას.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ BTS-ის წევრებმა ბილი აილიშთან თანამშრომლობის სურვილი საჯაროდ გამოთქვეს.

მომღერალმა და მოცეკვავემ, ბილი აილიშ ო'კონელმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2015 წელს დაიწყო. არტისტს განსაკუთრებული პოპულარობა სინგლმა Ocean Eyes მოუტანა. 2019 წელს მუსიკოსმა თაყვანისმცემლებს სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? შესთავაზა, რომელმაც ბილბორდის ჩარტში ლიდერობა არავის დაუთმო.

კომენტარები

ბოლოს დამატებული