Thumbnail

ნახეთ: Young Mic - რწმენა | ჩამიდეს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

გადაცემა "იუთუბ შოუს" მორიგი ეპიზოდის სტუმარი ჰიპ ჰოპ არტისტი მიშკა მგალობლიშვილი, სასცენო სახელით Young Mic გახლდათ. რეპერმა შოუში კომპოზიციები "რწმენა" და "ჩამიდეს" შეასრულა. პირველი ნამუშევრის პროდიუსერი ჰარუტ მარტიროსიანია, ფსევდონიმით HaruTune. ტრეკის "ჩამიდეს" ინსტრუმენტალი კი ახალგაზრდა მუსიკოსს, ზაზა თევთიძეს, იგივე Zaza-ს ეკუთვნის.

► ნახეთ: ბირჟა მაფია - Blatata Boy 

► მოუსმინეთ: Young Mic & Abi - მერე რა 

► ნახეთ: Young Mic & რეზი - ახლა შენი დროა (TL Remix)

მიშკა მგალობლიშვილმა შემოქმედებითი მოღვაწეობა 2010-იან წლებში დაიწყო. მისი წარმატება პაროდიულ-სატირულ ჰიპ ჰოპ პროექტს, "ბირჟა მაფიას" უკავშირდება. რეპერის ყველაზე პოპულარული ნამუშევრებია: "ხლაპუშკა", "გამზარდე" და "თსლ შავი ზედა". არტისტი ქართულ კომპოზიციებს ფსევდონიმით Young Mic ავრცელებს, ინგლისურენოვანს კი სასცენო სახელით Pash Lyfe.   

გაზიარება

კომენტარები

ბოლოს დამატებული