Thumbnail

ნახეთ: Rihanna ჟურნალ Vogue-ის ახალ ფოტოსესიაში

მარიამ ნამგალაძე პროფილის ფოტო
მარიამ ნამგალაძე

პოპულარული ბარბადოსელი მომღერალი რიანა ამერიკული Vogue-ის ნოემბრის ნომრის სტუმარია. არტისტმა გამოცემის ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა და გარეკანზეც მოხვდა.

► ნახეთ: ფოტოები Rihanna-ს პირველი ვიზუალურ-ავტობიოგრაფიული წიგნიდან

► ბილი აილიში: Rihanna-ს შევხვდებოდი, მაგრამ არ მინდა, შევაწუხო

ფოტოგრაფ ითენ ჯეიმს გრინის ობიექტივში რირი საკუთარი ბრენდის, Fenty-ის მოსაცმელით, ასევე Alexander McQueen-ის, Dolce & Gabbana-სა და Gucci-ის კაბებით პოზირებს. 

9 გრემის მფლობელ რიანას მსოფლიოში დღემდე 250 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული. 2012 წელს არტისტი ჟურნალმა Time მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა. მომღერალმა მე-8 სტუდიური ალბომი Anti 2016 წელს გამოუშვა. ახალი ნამუშევრის გავრცელებას კი მუსიკოსი 2019 წლის ბოლომდე გეგმავს.

კომენტარები

ბოლოს დამატებული