Thumbnail

მოუსმინეთ: ფილმ Joker-ის საუნდტრეკები გავრცელდა

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

რეჟისორ ტოდ ფილიპსის ახალი ფილმის Joker ორიგინალური საუნდტრეკები გავრცელდა. კომპოზიციების ავტორი ისლანდიელი მუსიკოსი ჰილდურ გუდნადოტირია, რომელმაც ნამუშევრები ასევე ცნობილი სერიალისთვის Chernobyl შექმნა.

"ჯოკერი" კინოგაქირავებაში 4 ოქტომბერს ჩაეშვა. სურათში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი ხოაკინ ფენიქსი ასრულებს. ნამუშევარმა ვენეციის კინოფესტივალზე "ოქროს ლომი" დაიმსახურა.

ჰილდურ გუდნადოტირი ისლანდიელი კომპოზიტორია. მუსიკოსმა სადებიუტო ალბომი Mount A 2006 წელს გამოსცა. მას ისეთი ფილმებისა და სერიალებისთვის დაუწერია საუნდტრეკები, როგორებიცაა: Joker, Sicario, Mary Magdalene, The Revenant, Chernobyl და სხვები.

კომენტარები

ბოლოს დამატებული