Thumbnail

ნახეთ: King Princess-მა ჟურნალ Playboy-ს ფოტოსესიაზე კლიპი გადაიღო

პაატა ხარატიშვილი პროფილის ფოტო
პაატა ხარატიშვილი

ამერიკელმა მუსიკოსმა, მიქეილა სტრაუსმა, ფსევდონიმით King Princess, კომპოზიციაზე Hit the Back გადაღებული კლიპი სახელად Playboy School Of Pop გაავრცელა. არტისტმა ვიდეორგოლი ჟურნალ Playboy-ს ფოტოსესიის მიმდინარეობისას გადაიღო.

► მოუსმინეთ: King Princess - Happy Together Ft. Mark Ronson

► მოუსმინეთ: King Princess - Ain’t Together

სინგლი სტრაუსის სადებიუტო ალბომში Cheap Queen შევა, რომელიც გაყიდვაში 25 ოქტომბერს ჩაეშვება.

20 წლის ქვიარ არტისტმა სადებიუტო სინგლი "1950" 2018 წლის თებერვალში გამოუშვა. კომპოზიციამ მალევე ოქროს სტატუსი მოიპოვა. მიქეილას თქმით, მისი სიმღერები ძირითადად ლესბოსურ სიყვარულსა და ამ თემის ირგვლივ არსებულ სტიგმებს ეხება. შარშან 15 ივნისს მუსიკოსმა პირველი EP სახელად Make My Bed გამოუშვა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული