Thumbnail

ScHoolboy Q ტოპ 50 რეპერის სიებზე: წარმოიდგინეთ, 48-ე ფავორიტი რეპერი რომ გყავს

გიორგი ნონიაშვილი პროფილის ფოტო
გიორგი ნონიაშვილი

2018 წლის მეორე ნახევრიდან არაერთმა ცნობილმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, გავლენიანმა გამოცემამ და ჟანრის რიგითმა მსმენელმა ყველა დროის 50 ფავორიტი რეპერი დაასახელა. თითოეული ჩამონათვალი არაერთხელ გამხდარა განხილვის საგანი. სიებთან დაკავშირებით თავისი დამოკიდებულება ცოტა ხნის წინ კალიფორნიელმა შემსრულებელმა, ქუინსი ჰენლიმ, ფსევდონიმით ScHoolboy Q გამოხატა:

► T.I.: ნიკი მინაჟი ტოპ 50 რეპერს შორის ყოფნას არ იმსახურებს 

► ნახეთ: ScHoolboy Q ვიდეორგოლს Lies ავრცელებს 

► მოუსმინეთ: The Alchemist - W.Y.G.D.T.N.S. Ft. ScHoolboy Q

"წარმოიდგინეთ, 48-ე ფავორიტი რეპერი რომ გყავს. ან როცა სიაში თქვენი საყვარელი არტისტი 37-ე პოზიციაზეა და თქვენ იწყებთ დავას სიის ავტორთან. ან ჩხუბობ ვიღაცის 23-ე ადგილზე. ძალიან უცნაური და მოცლილი ადამიანები ხართ", - დაწერა ქუინსიმ ტვიტერზე.

სქულბოი ქიუმ მუსიკალური კარიერა 2008 წელს გავრცელებული ოფიციალური მიქსტეიპით ScHoolboy Turned Hustla დაიწყო. 2011 წელს კი მსმენელებს სადებიუტო ალბომი Setbacks შესთავაზა, რომელიც ლეიბლზე Top Dawg Entertainment გამოიცა.

ჰიპ ჰოპ არტისტი, რომელიც კრიმინალური დაჯგუფება "ქრიფსის" წევრია, ფართო საზოგადოებამ 2014 წლის ალბომით Oxymoron გაიცნო. ნამუშევარი, რომელსაც დისტრიბუცია და პრომოუშენი მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ლეიბლმა Interscope გაუწია, ბილბორდის ჩარტის პირველ პოზიციაზე მოექცა და პლატინის სტატუსიც მოიპოვა. ორი წლის შემდეგ გაყიდვაში რეპერის რიგით მეოთხე სტუდიური ჩანაწერი Blank Face ჩაეშვა, რომელმაც მსმენელთა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 2019 წლის აპრილში კი მუსიკოსმა დღეისთვის ბოლო ნამუშევარი CrasH Talk გამოაქვეყნა.

კომენტარები

ბოლოს დამატებული