Thumbnail

Snoop Dogg: ტეკაშიმ არეტა ფრანკლინივით მოაღო პირი

ბექა ჯიქურაშვილი პროფილის ფოტო
ბექა ჯიქურაშვილი

ვეტერანმა კალიფორნიელმა ჰიპ ჰოპ არტისტმა, კელვინ ბროდუსმა, ფსევდონიმით Snoop Dogg, ჰოვარდ სტერნის ღამის შოუში სტუმრობისას პატიმრობაში მყოფ რეპერ Tekashi 6ix9ine-ზე კიდევ ერთხელ გააკეთა კომენტარი.

► Tekashi 6ix9ine-ის განაჩენი 18 დეკემბერს გამოცხადდება

► ნახეთ: Snoop Dogg-მა Tekashi 6ix9ine-ს მიმი მიუძღვნა

► ნახეთ: Snoop Dogg-მა 6ix9ine-ს ინსტაგრამზე ემოჯები მიუძღვნა

"ტეკაში სირია. აქამდეც ყოფილა შემთხვევები, როცა ადამიანებს ერთმანეთი ჩაუშვიათ, თუმცა, მან ღრმად შეტოპა. თავისი ახლო ადამიანები და მეგობრები გაწირა. არეტა ფრანკლინივით მოაღო პირი", - თქვა სნუპმა.

ტეკაში 2018 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. მან სასჯელის ვადის შემცირების იმედით სასამართლოს წინაშე 9 ბრალდება აღიარა და კრიმინალური დაჯგუფების Nine Trey Bloods წევრები არაერთ დანაშაულში ამხილა, რის გამოც მრავალი ჰიპ ჰოპ არტისტი მას "ჩამშვებსა" და "ვირთხას" უწოდებს. რეპერს სიცოცხლის მოსპობითაც ემუქრებოდნენ, ამიტომაც ის ციხიდან მოწმეთა დასაცავად განკუთვნილ დაწესებულებაში გადაიყვანეს. თავდაპირველად არტისტს 47-წლიანი პატიმრობა ემუქრებოდა მის მიმართ წარდგენილი ყველა ბრალდების გათვალისწინებით, თუმცა, საპროცესო შეთანხმების წყალობით, სასჯელის ვადა მას მნიშვნელოვნად შეუმცირდება. ტეკაშის განაჩენი 18 დეკემბერს გამოცხადდება.

კომენტარები

ბოლოს დამატებული